112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

გამოქვეყნდა:

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ  112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის 85 000 ლარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა“ (112-მა)  30 ერთეული სამი სხვადასხვა მოდელის ვიდეოსათვალთვალო კამერა 12 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა. 30-ვე მათგანი არის ჩინური კერძო კომპანიის, Dahua-ს წარმოებული.

Dahua-ს ვებსაიტის თანახმად, ამ კამერებს შეუძლია:

  • ადამიანის სახის და სხეულის ამოცნობა; ასევე, ავტომობილების ამოცნობა;
  • ემოციების ამოცნობა (სახის გამომეტყველების მიხედვით, „სიბრაზე, მოწყენილობა, სიძულვილი, შეშინებული, გაკვირვებული, მშვიდი, ბედნიერი, დაბნეული“);
  • ამოცნობა, აქვს თუ არა ადამიანს ნიღაბი;
  • ადამიანის სქესისა და ასაკის ამოცნობა;
  • ტვირთავს სახის მაღალი გარჩევადობის ფოტოებს და შეუძლია ფოტოების ხარისხის გაუმჯობესება.

     

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი