უწყვეტი პროტესტი | დედაქალაქის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ზუგდიდშიც

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის პარალელურად პროტესტი არ წყდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს ზუგდიდშიც. ცენტრში შეკრებილი აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

"ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც იყო რუსული კანონის ინიციატორი, საგულისხმოა ის, რომ მათ შეეძლოთ სხვა ადამიანი სხვა ტიპიც მოეძებნათ, მაგრამ სწორედ ყაველაშვილი არის ის ვისაც განათლება არ აქვს, ამით პუტინს უნდოდა საქართველოს სახე მსოფლიოს წინაშე დაემცირებინა და ეთქვა, რომ საქართველოს სახე, დღეს, არის გაუნათლებელი პრეზიდენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს არ მიიღებს," - განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი