"1 წლის წინ, ევროკავშირმა მთავრობის მიუხედავად და არა მთავრობის შრომის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ბიზნესები, ასევე მოქალაქეები, არის ის, რომ ყოველი ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ ჩვენ ევროპას დავშორდეთ. შესაბამისად, მივუახლოვდეთ რუსეთს, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს.
არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც გამოაცხადეს, რომ ევროპასთან მოლაპარაკებებს აჩერებდნენ, ამას მასიური პროტესტი მოჰყვა. ამით ფაქტობრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაბანკზე წასულიყვნენ და ტერორისა და დაშინების გზით, ხალხის ბრაზი ჩაეხშოთ. ალბათ იმის იმედით, რომ ახალი წელი მოდის და ყველას დაავიწყდება, თუმცა ეს ასე არ ხდება.
ყოველდღიურად მაქვს უამრავ ადამიანთან შეხება და აშკარაა, რომ ასეთი გზა ვერ გამოდგება. საქართველო არ არის სხვა ქვეყანა, სადაც შეგიძლია ძალადობის გზით, ხალხის დასახიჩრებითა და უდანაშაულო ადამიანების ცემით ხალხი გააჩუმო. ქართველი ხალხი ასეთები არ ვართ. ჩვენ შეიძლება რაღაცაში ინერტულები ვიყოთ, მაგრამ როდესაც საუბარია ახალგაზრდა ადამიანების, გოგოების, ბიჭების, მოხუცების ცემაზე, ვფიქრობ ეს იყო უდიდესი შეცდომა მთავრობის მხრიდან,"
განაცხადა ბიზნესმენმა და კომპანია CAI-ს გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ BMGTV-ს გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".