ბარსელონას და რეალის ქართველი ფანების ერთობლივი საპროტესტო მარში - ორი საფეხბურთო კლუბის ქართველი გულშემატკივრები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ორი ისტორიულად დაპირისპირებული კლუბის გულშემატკივრები დღეს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებაა.
"დაგვავიწყეს ყველანაირი უთანხმოება, ყველანაირი განხეთქილება. დაგვავიწყა "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ძირგამომთხრელმა პოლიტიკამ, რომელმაც ყველანაირი პერსპექტივა ევროპაში წასვლის საბოლოოდ დაგვიხშო. ამიტომაც გამოვედით, გავერთიანდით, დავივიწყეთ ძველი მეტოქეობა და გავერთიანდით ევროპული მომავლისთვის," - განაცხადა აქციის მონაწილემ.