"გზა სახლისკენ გადის ევროპულ საქართველოზე" | დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების აქცია-მსვლელობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოქალაქეები საპროტესტო მარშისთვის რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა ყველაზე უკეთ იციან, ვინ არის ნამდვილი მტერი და ოკუპანტი. 

"ვინ თუ არა დევნილმა იცის, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ვინ არის ოკუპანტი, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად ისიც კარგად ვიცით გზა სახლისკენ გადის ევროპულ, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში მე ვხედავდი ძალიან ბევრ დევნილს, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც იდგა რუსთაველზე, დღეს, ასე ერთხმად გადავწყვიტეთ ჩვენი ხმა, დევნილების ხმა შევუერთოთ იმ საერთო ხმას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და ერთხელ და საბოლოოდ რომ დავშორდეთ რუსეთს და ვიაროთ ევროპული საქართველოსკენ..." - განაცხადა მანუჩარ ახალაიამ. 

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები: "სოხუმი აქ არის"; "ოჩამჩირე აქ არის"; "გალი აქ არის"; "ტყვარჩელი აქ არის"; "აფხაზეთი საქართველოა"... ასევე მათ აქციაზე მიტანილი აქვთ რეჟიმის მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოებიც.  

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი