"მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია" - ბათუმში მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და მარშით საკონსტიტუციო სასამართლოსკენ მიემართებიან.
მასწავლებლები "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
მასწავლებლების თქმით, მათ მოსწავლეებს ცივილური სახელმწიფო და ევროპული მომავალი სურთ. მათივე თქმით, ისინი დღეს ახალგაზრდების სულისკვეთების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე