ოლიგარქის არალეგიტიმური პრეზიდენტი | უდიპლომო ყაველაშვილის "არჩევის" დღე პარლამენტში

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებისა და არალეგიტიმური მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა ამჯერად უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტი აირჩია.

300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის დიდი ნაწილი სწორედ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებითაა დაკომპლექტებული - შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილის მე-6 პრეზიდენტად არჩევა ვერ იქნება კანონიერი და ერთადერთი ლეგიტიმურ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია. 

"პრეზიდენტის არჩევნები" 14 დეკემბრის დილის 09:00 საათზე გახსნილად გამოაცხადეს. დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. საარჩევნო კოლეგიის ხმოსნები გამოდიოდნენ, მათ გადასცემდნენ ბიულეტენს, რომელშიც ერთადერთი გვარი ეწერა - ბიულეტენზე იმ ერთადერთ გვარს ხაზავდნენ და ურნაში აგდებდნენ. ე.წ. სხდომა სრული 5 საათი გრძელდებოდა. არალეგიტიმურმა დეპუტატებმა ფეხზე ადგომით აღნიშნეს უკონკურენტო კაცის გამარჯვება.

უფრო ვრცლად იხილეთ მაია ლომიძის სიუჟეტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი