ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ქვეყანას კრემლისკენ სრული სვლით მიაქანებს, პუტინის რეჟიმი რეგიონში საკვანძო მოკავშირეებს კარგავს და პოზიციებსაც თმობს.
სირიის დიქტატორი, ბაშარ ასადი მოსკოვში გაქცა. ალბათ ეს დეტალი ივანიშვილის გარემოცვასაც არ გამორჩენია უყურადღებოდ. რუმინეთის სასამართლომ გააუქმა პრორუსი პრეზიდენტის კანდიდატის გამარჯვება, მიზეზი კი მისი კამპანიის რუსული ფულით დაფინანსება გახდა.
რუსეთი დამარცხდა მოლდოვაშიც, და უწევს პოზიციების დათმობა სომხეთშიც. თავისი რეზონანსულობით კი ყველაზე მნიშვნელოვანი სირიაში კრემლის მოკავშირე დიქტატორული რეჟიმის დამხობა აღმოჩნდა, რაც უახლოეს სამეზობლოში რუსეთის და ირანის გავლენის შემცირებას ნიშნავს.
უფრო ვრცლად იხილეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტში.