ნაძვის ხის ანთება არ შედგა - გუშინ, ნაძვის ხის საზეიმო ანთების სპეცოპერაციას ჩატარებას "ქართული ოცნება" გეგმავდა და მას საბოლოოდ უარის თქმა მოუწია. აქ რამდენიმე დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ოლიგარქიული რეჟიმი მზად იყო პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ისევ ცრემლმდენი აირითა და გავეშებული სპეცრაზმელებით დაერბია, და ისე აენთო ნაძვის ხე, მაგრამ სავალდებულო წესით დაბარებული საჯარო მოხელეები და ოცნების პარტაქტივი არ მოგროვდა. ეს, რეჟიმის შიგნით არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე მიუთითებს. რაც მთავარია, გამოჩნდა რომ მიუხედავად რუსული რეჟიმის რეპრესიებისა, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ გატყდნენ და არც თავისი სამშობლოს დანებებას არ აპირებენ.
ოლიგარქიულ რეჟიმს პომპეზური ცერემონიალით სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
უფრო ვრცლად იხილეთ გურანდა ავალიანის სიუჟეტში.