უწყვეტი პროტესტის 18 დღის განმავლობაში რუსული რეჟიმის სრული თვით ლუსტრაცია მოხდა.
რაზე დგას ეს ძალადობა და რა ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება ხალხის გატეხვას? პირველი რგოლი ნიღბიანი სპეცრაზმელები არიან, რომლებიც აწამებენ, სცემენ და ძარცვავენ ადამიანებს. შემდეგი რგოლი ვითომ სამართალდამცველები არიან, რომლებიც უკვე ნაცემი ადამიანების დაკავებას იურიდიულად აფორმებენ და სასამართლოში ცრუ ჩვენებებს აძლევენ დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მანკიერი ჯაჭვის ბოლო და მორალურად და სამართლებრივად ყველაზე მძიმე რგოლი სასამართლოა, რომელსაც სიმართლესთან და სამართალთან საერთო აღარაფერი აქვს.
უფრო ვრცლად იხილეთ გიორგი გვიშიანის სიუჟეტში.