სანქციების ახალი ტალღა | საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ განიხილავენ

გამოქვეყნდა:

დღეს, არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნები და რეჟიმის დასაყრდენი ჩინოსნები ლიეტუვამ და ესტონეთმა დაასანქცირეს და ამ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველო იქნება. /

არალეგიტიმური ხელისუფლების გათვლა, რომ მათი მოკავშირე ვიქტორ ორბანი რაიმეს დაბლოკავს, უადგილოა, რადგან ასეთ შემთხვევაში გერმანიის ინიციატივით შეიქმნება მსურველთა კოალიცია - ანუ თუ ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნგრეთის გამო ჩავარდება, ქვეყნები ინდივიდუალურად მიიღებენ სანქციებს არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

უფრო ვრცლად იხილეთ თეა ადეიშვილის სიუჟეტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი