დღეს, 16 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
- 08:00 - სამეზობლოს მსვლელობა - მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- 12:00 - დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! - ყოფილი დიპლომატების აქცია უნგრეთის საელჩოსთან;
- 12:00 - კურიერების მარში - ჯანდაცვის სამინისტროდან საქალაქო სასამართლომდე;
- 14:00 - ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას უფლებაა! - ჯანდაცვის სამინისტრო;
- 15:00 - ბებია-ბაბუების მსვლელობა - მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე;
- 16:00 - კინემატოგრაფისტთა და კინომოყვარულთა მარში - კინოთეატრ "აპოლოდან" პარლამენტამდე;
- 17:00 - ლიტერატურის მარში - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი;
- 19:00 - აქცია პარლამენტთან;
- 20:00 - ჰოსთების მარში - უმასპინძლე ევროკავშირს! - რესპუბლიკის მოედანი.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.