ამ დროისთვის, თავისუფალი ბიზნესების განცხადებას 225-ზე მეტი კომპანია უერთდება

გამოქვეყნდა:

225-ზე მეტია იმ თავისუფალი ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნასა და ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებულები მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებაზე ხელმწორა ახალ პლატოფრმა – Freebusiness.ge-ზეა შესაძლებელი. 

"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.

სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი