
ათენში ევროპული მომავლის მხარდასაჭერი აქციის დროს ქართველ ემიგრანტებს, ოლიგარქის პარტიის, "ქართლი ოცნების" მიერ მართული ემიგრანტთა ჯგუფი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. მათ მომიტინგეებს კვერცხებიც დაუშინეს, ცნობილია რომ თან ჰქონდათ ცივი იარაღიც. ერთ-ერთმა ემიგრანტმა ხელზე დაზიანება მიიღო.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ქართული ოცნების მიერ მართული ზონდერები მათ დაშინებას ცდილობენ და ემუქრებიან, რომ აქციებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.