ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია იწვის. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია.
ადგილზე14 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის უწყებისთვის არავის მიუმართავს.