
კურიერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების, მათ შორის, მათი კოლეგის გათავისუფლება მოითხოვეს. კურიერები ყველას მოუწოდებენ აქტიურობისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, საპროტესტო გამოსვლებისკენ.
არა რუსულ რეჟიმს- ამ ლოზუნგითა და მოთხოვნებით თბილისსა და რეგიონებში დღესაც არაერთი მსვლელობა და აქციაა დაანონსებული.