პირადი შემადგენლობის 80% ნეგატიურადაა განწყობილი და დღევანდელი რუსული რეჟიმის მხრიდანაც დიდი უნდობლობაა ჯარის მიმართ | პოლკოვნიკი ბერიძე

გამოქვეყნდა:

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პირადი შემადგენლობის 80% ნეგატიურადაა განწყობილი დღევანდელი რუსული ხელისუფლების მიმართ და პრობლემა ხელმძღვანელობაშია. მისივე ინფორმაციით, არც მოქმედი ე.წ. ხელისუფლება ენდობა სრულად ჯარს: 

"კი არის ჯარი ჩაკეტილი ორგანიზაცია, მაგრამ ჯარი საზოგადოების ნაწილია და განწყობაც შესაბამისად პროცენტულად იგივე. ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, 80% პირადი შემადგენლობის არის ნეგატიურად განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ და დღევანდელი პოლიციური რუსული რეჟიმის მხრიდანაც არის ძალიან დიდი უნდობლობა ჯარის მიმართ. 

მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც განიხილებოდა რეჟიმის მიერ, რომ თავდაცვის ძალების რაღაცა ნაწილი, პირადი შემადგენლობის, გამოეყვანათ და დაეხმარებინათ ამ დამრბევი, მოძალადე პოლიციელებისთვის, მათ ეს არ უთქვიათ მთელი შემადგენლობისთვის, ცდილობდნენ შეერჩიათ ძალიან სანდო ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი იდეოლოგიის გამტარებლები არიან და ასეთი პრინციპით, გარკვეული პირადი შემადგენლობა გადაარჩიეს, რომელიც არის ალბათ 100 კაცი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დაახმარენ, ან დაახმარდნენ დამრბევ პოლიციურ ძალებს, მაგრამ ამასაც გააკეთებდნენ არა თავდაცვის ძალების  ეგიდის ქვეშ, არამედ აპირებდნენ რომ შვებულებაში გაეშვათ, ცალკეულ ჯარისკაცებს გადაეცვათ პოლიციის ფორმა და ისე ემოქმედათ [ასეთი გეგმა არსებობდა, როგორც მოვისმინეთ] , მაგრამ ესეც, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ასეთი რამე არ მომხდარა...

მაგრამ აქ პრობლემას წარმოადგენს გარკვეული ხელმძღვანელობა თავდაცვის ძალების და მათი პოზიცია იმიტომ, რომ ეს ხალხი თავს დროზე შერჩეულია და დანიშნულია იქ იმიტომ, რომ არიან უკიდურესად ლოიალურები რეჟიმის მიმართ." ამბობს პოლკოვნიკი "მთავარი არხის" გადაცემა "შენი შუადღის" ეთერში საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი