დღეს, 17 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
- 12:00 საათი - სტუდენტური ჯგუფი - „თავისუფალი აუდიტორია“, თსუ II კორპუსი
- 13:00 საათი - გაფიცვა
- 13:00 საათი - სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მარში, დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე
- 14:00 საათი - სტუდენტების მარში, მარჯანიშვილის მეტროდან პარლამენტამდე
- 14:00 საათი - თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!, შსს-ს შენობა (გულუას 8)
- 14:00 საათი - სტუდენტური მოძრაობის მარში, რუსთაველის მეტრო
- 15:00 საათი - ტურიზმის საპროტესტო აქცია - ჩვენი ხმა გესმით?!, ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისი (სანაპიროს 4)
- 18:00 საათი - დასავლური განათლებით ევროპისკენ, ევროკავშირის ოფისი
- 19:00 საათი - საუნივერსიტეტო საზოგადოების მარში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის 32)
- 19:00 საათი - დღის ეთერი ხალხს!, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
- 19:00 საათი - ისტორიკოსთა მარში, პირველი რესპუბლიკის მოედანი
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.