
"დროას" წევრი, ნიკო ქვაცაბაია "მთავარი არხის" ეთერში, მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ საპოლიციო ძალებმა თავისივე მანქანით სთხოვეს განყოფილებაში მისვლა, თავად კი მანქანაში ჩაუჯდნენ:
"დამაკავეს დილით, როდესაც გავდიოდი სახლიდან, უფრო სწორად, გამაჩერეს და დაიწყეს შემოწმება, ოღონდ რის შემოწმება კონკრეტულად, არ ვიცი. მითხრეს, რომ უნდა გადაგამოწმოთო, მერე მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით განყოფილებაში, ოღონდ მე უნდა წამეყვანა, ანუ ჩასხდნენ მანქანაში და მე თვითონ გადავიყვანე განყოფილებაში. ჩემი მანქანით, მე ვიყავი საჭესთან, გვერდზე დამიჯდნენ, გადავედით , დაკავების მსგავსი არაფერი არ ყოფილა იმ მომენტში, უბრალოდ მთხოვეს, რომ გადამეყვანა იმიტომ, რომ თვითონ ალბათ ერთი მანქანით იყვნენ და ალბათ ვერ ჩაეტეოდნენ, შესაბამისად ვერ ჩამტევდნენ." ამბობს "დროას" წევრი.
მისივე თქმით, კითხვები ძირითადად პიროტექნიკაზე ჰქონდათ. შსს-ს წარმომადგენლებს, "დროას" წევრისგან ისიც აინტერესებდათ, ვის იცნობდა "დროაში".
ნიკო ქვაცაბია მოსამართლემ გზის გადაკეტვისთვის დღეს 2 000 ლარით დააჯარიმა.