"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას, მათ შორის მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს".
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.