სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ "რუსთაველიდან", რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი კაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
გარდა ამისა, ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტიტუშკები მეტრო "რუსთაველის" ესკალატორზე უცნობ ადამიანებს ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
მომხდარს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ზურაბიშვილი წერს:
"თბილისის მეტროში "კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!", - წერს პრეზიდენტი.