რიკოთზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე შექმნილი მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი (ე.წ. ტრაილერები) დროებით შეჩერებულია ჩუმათელეთის ტერიტორიაზე.

"აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე შექმნილი მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნული ობიექტური მიზეზით გამოწვეული შეფერხების გამო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი (ე.წ. ტრაილერები) დროებით შეჩერებულია ჩუმათელეთის ტერიტორიაზე.

მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ობიექტური გარემოებით გამოწვეულ დისკომფორტს.

რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის საჭირო პირობების შექმნისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი