საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა მაუწყებლის შენობასთან რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს. ადგილზე შეკრებილები მენეჯმენტის - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა პირობა, ის უნდა იყოს ხალხის ტელევიზია და არ უნდა ემსახურებოდეს რუსულ რეჟიმს.
ადგილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.