საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსი სტუმარი - ვინ არის ალექსეი ლობარევი?
რუსი სამართალდამცველების პროფკავშირის ხელმძღვანელი თბილისში საგანგებოდ, საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს ჩამოვიდა. რუსთველის გამზირზე ის ქართველ კოლეგებთან ერთადაც იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებს ბოევიკთ ორგანიზებულ ჯგუფს უწოდებდა.
ვინ იყო რუსი პოლიციელის მასპინძელი და რა კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა ის საქართველოში გაურკვეველია. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლობარევი, შესაძლოა, სპეცრაზმის ინსტრუქტორიც იყოს. დანამდვილებით მის შესახებ ცნობილია, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილი მეთაურის, ტერორიზმში ბრალდებულის და ძებნილის - იგორ გიორგაძის თანამშრომელია.
უფრო მეტი ნახეთ ნინა მაჩაბლის სიუჟეტში.