საზმაუმ მოქალაქეების მოთხოვნები, მენეჯმენტის გადადგომასა და საეთერო დროის გაზრდასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოქალაქეების მოთხოვნა, საეთერო დროის გაზრდასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

მაუწყებელთან შეკრებილები ამბობენ, რომ მენეჯმენტი არც გადადგომის მოთხოვნას აკმაყოფილებს. მომიტინგეები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. 

რაც შეეხება საეთერო დროის გაზრდას, მენეჯმენტმა უთხრა, რომ ეს შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე შეკრებილები საეთერო დროის გაზრდასა და მენეჯმენტის - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი