"ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება," - საპროტესტო აქციის დროს გზის მანქანით გადაკეტვის გამო მოქალაქე, დავით ლოგუა ოლიგარქის პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება.
1000 ლარი მთლად ჯამაგირი მაქვს, რითაც ვარჩენ ოჯახს ამ ძნელბედობის ჟამს.
დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ სისტემა ყელზე იმდენად გვიჭერს, რომ უკვე სუნთქვაც ჭირს.
ხან მეტადონშიკებს დაგახვედრებენ, ხან ფინანსურად ცდილობენ გაგტეხონ, არაუშავს, გავუძლებთ. მეტადონშიკებს კარგად ავკენწლავთ და ფულსაც ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვენს შვილებს არ მოაკლდეს სხვისი უბედურებით ნაშოვნი ჯამაგირი.
რუსული რეჟიმის მარცხი და ევროპული არჩევანის გამარჯვება, გარდაუვალია," - წერს დავით ლოგუა.