
რამდენიმე დღის წინ, “ტიტუშკები” საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან, წმ სპირიდონის საქველმოქმედო გაერთიანების დამფუძნებელს დახვდნენ - ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფ "დაიტოვეში" ვრცელდება:
"გუშინ ღამით საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან “ტიტუშკები” დახვდნენ წმ სპირიდონის საქველმოქმედო გაერთიანების დამფუძნებელს, წლების განმავლობაში სტიქაროსანს და უბრალოდ სწორ პოზიციაზე მდგომ ადამიანს. როგორც თავად ამბობს და ხედავთ, უნდოდათ მისი ბასრი საგნით სახის არეში დაზიანება. ერთ-ერთი მათგანი აგინებდა და აძახებდა, რომ ბევრს ლაპარაკობს და ეკუთვნის, როგორც არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენელს (ფორმულირება თავად წარმოიდგინეთ).
ეს ადამიანი წლების განმავლობაში ეხმარება უამრავ პატარას, არაფერს ვამბობ რამხელა როლი აქვს ტაძარში, და დღეს მისი პოზიციის გამო არის მიზანში ამოღებული" ნათქვამია ინფორმაციაში.