"ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, არადა ლოგინად მყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა" | უფლებადამცველი

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველ ნათია თავბერიძის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულ პირს, ლოგინად ჩავარდნილი დედა გარდაეცვალა. ქალის ერთადერთი მომვლელი კი სწორედ შვილი იყო 

გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის  ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა... 

ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი. 
იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ იურისტებს - დანაშაულების, წამების ფაქტების მხილება და დოკუმენტირება, გასაჩივრება აუცილებელია. 
ამდენი მოპარული ნივთი, ტელეფონი - ეს კიდევ ცალკე ამბავია - თითქმის ყველა დაკავებული და ნაცემი ადამიანი, ამავდროულად გაძარცვეს კიდეც." წერს უფლებადამცველი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი