
"ცეცხლი ჭამეთ", "არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს" - თბილისში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს სიმბოლური მენიუზე აქვთ ჩამოწერილი მოთხოვნები:
თავისუფლება უკანონოდ დაჭერილებს;
ახალი არჩევნები;
ევროინტეგრაცია;

კულინარიული სფეროს წარმომადგენლები ე.წ. დეზერტირების ბაზარში შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობის მიმართულებით მიდიან.