ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან

გამოქვეყნდა:

განახლება: ნინი ბადურაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს.

"არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია! ბოლო ინფორმაცია, რაც დიდო, არის სიცრუე", - წერს მომღერალი.
 

ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს, 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ქართული ოცნების" მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას  ლარს დახარჯავს.

როგორც "ნეტგაზეთს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

"ნეტგაზეთისთვის" ცნობილი გახდა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების ხარჯები.

შეგახსენებთ, 100 ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. 

გავრცელებული ინფორმაცია ნინი ბადურაშვილმა უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი