"პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ზოგადად ყველგან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით ვინმემ ილაპარაკოს. ძალიან ხისტი, სწორხაზოვანი და სამართლიანია ამ ვითარებაში, გამბედავიც, მე ვიტყოდი და ბუნებრივია რომ ის ისაუბრებს იმაზე, რომ ახალი არჩევნები ეს არის ერთადერთი გამოსავალი და საქართველოში ახლა გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი და ა.შ."
განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში.