"საქართველო დიდ პოლიტიკურ კრიზისშია, იმათ გამო, ვინც გადაწყვიტა ევროკავშირში არ შესულიყო მაშინ, როცა კარი იყო ღია. მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ სხვა მხარეს. აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ყოველ საღამოს გამოდიან ქუჩაში და რომელთა მიმართ ძალიან ხშირად პოლიციის მხრიდან ხდება ძალადობა. გვაქვს ინფორმაცია წამების შესახებაც და ამ ფაქტებზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. რასაკვირველია, ამ კურსით საქართველოს ევროკავშირში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მკაფიო და მიზანმიმართული სანქციები ამ ქმედებებზე, პასუხისმგებელი პირების მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით მუშაობას. მნიშვნელოვანია კონკრეტული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე"
განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა, რობინ ვაგნერმა "მთავარ არხთან" საუბარში. ის თბილისში იმყოფება და გუშინ, პროევროპულ აქციასაც ესწრებოდა.