შენიღბულმა პირმა სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქა და მინა ჩაამსხვრია | ენმ-ის გორის ოფისზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

გორში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მაშინ როცა ოფისში პარტიის წევრები აღარ იმყოფებოდნენ. 

სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შენიღბულმა პირმა ოფისის მინასთან, სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქა, აც მინის ჩამსხვრევის მიზეზი გახდა. 

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნულ ოფისზე თავდასხმა წარსულში 10-ზე მეტჯერ მოხდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი