ევროპის საბჭოს გენმდივანი, რომელიც საქართველოში იმყოფება, სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა, ასევე ივანიშვილთან შეხვედრას აპირებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ჩამოვიდა.

როგორც ბერსეტი წერს, დღეს პირველი შეხვედრა მან სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა.

"პირველ რიგში, დღეს დილით, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრების გაცვლას ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან", - წერს ბერსეტი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი