ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბა" გადაეცა.
"მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევის მრავალ მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა ძველი ქართული ტექსტების აღმოჩენა და კვლევა, ტექსტოლოგია, კოდიკოლოგია, ქართული ენის ისტორია, ლექსიკოლოგია და სხვა", - წერს "საბა".