საქართველოში თოვლი და ქარია მოსალოდნელი | 19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

19  დეკემბერს, ხუთშაბათს საქართველოში თოვლი და ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით და დღის პირველ ნახევარში ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით  +7, +12°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -5,  0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით      +4, +9°; მთაში დღისით  0, +5°; მაღალმთაში დღისით -5, 0°.

თბილისში მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ. ტემპერატურა +8°.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი