"გააგონე მშობლების ხმა" - განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მშობლები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ რეპრესიული პოლიტიკა დაგმოს. აქციის მონაწილეებს დაშავებული მოქალაქეების ფოტოებიც აქვთ მიტანილი.
"მნიშვნელოვანია რომ განათლების სამინისტრო გამოვიდეს და თქვას, რატომ სცემენ და ურტყამენ ადამიანებს იმისთვის, რაც მათ სკოლაში ასწავლეს. აქტიური მოქალაქეობა ისწავლება სკოლაში. სახელმძღვანელოებში წერია, რომ ადამიანებს აქვთ მანიფესტაციის და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნებას, არიან ნაწამები, იმიტომ რომ იყვნენ აქციებზე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.