ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტების ნაწილი მორიგ აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მორიგ აქციას მართავს. სტუდენტები მეოთხე დღეა თსუ-ს მე-5 კორპუსთან იკრიბებიან იმ მიზნით, რომ ესაუბრონ განსხვავებული პოზიციის მქონე სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს და აუხსნან, რატომ არის აუცილებელი პროტესტის გამოხატვა.

"ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ სწავლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა არის ჟამი, როდესაც დროებით უნდა გადავდოთ წიგნები და უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. რეჟიმი ძალადობს საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, ჩვენს სტუდენტებზე. ახლა აღარაა სწავლის დრო, უნდა გამოვიდეთ ქუჩებში, ველაპარაკოთ ერთმანეთს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ქვეყნის მომავლისთვის," - აცხადებს თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტი.

სტუდენტების თქმით, პლატფორმა "თავისუფალი აუდიტორია" ემსახურება იმ მიზანს, რომ შეიქმნას თავისუფალი აკადემიური საზოგადოება, რომელიც გამოვა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სტუდენტების ერთ-ერთ მოთხოვნად ასევე რჩება, რომ გადადგეს რექტორი ჯაბა სამუშია.

რამდენიმე დღეა სტუდენტების პროტესტი გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტშიც, სადაც დღეს 14:00 საათზე სპეციალური განცხადების გაკეთებაც იგეგმება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი