"სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს" | Wolt-ის და Glovo-ს ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Wolt- ი და Glovo საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.

კომპანიები აცხადებენ, რომ "მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ გზაზე".

"2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.

როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს სთავაზობს, და ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველჰყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის", - წერია განცხადებაში, რომელსაც ბიემჯი ავრცელებს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი