რა ვითარებაა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზაზე | დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ121-კმ146 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის კმ94-კმ120 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი