მცხეთის მუნიციპალიტეტი წინასაახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის რეპერ გიორგი პავლიაშვილისთვის (მასტერი) 5 102 ლარის, ხოლო ბენდ Goofy Land-ისთვის 17 700 გადახდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "პუბლიკა" ავრცელებს.
მათთან ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის სახით გაფორმება იგეგმება, რაც ნიშნავს იმას, რომ შემსყიდველი თავად ირჩევს, ვისთან გააფორმებს ხელშეკრულებას.
მცხეთაში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 25 დეკემბერსაა დაგეგმილი, სწორედ ამ ღონისძიებაზე უნდა იმღერონ მასტერმა და "გუფი ლენდმა".