"ერთი სიბრძნე კარგად ასახავს დღევანდელ ჩვენ მდგომარეობას. როდესაცო ვინმეს თავბრუ ეხვევაო, მას ჰგონია, რომ დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებსო. ეტყობა დიდძალი ფული, სიმდიდრე თავბრუს უხვევს ადამიანს და ცდილობს, რომ ყველა მის ირგვლივ ტრიალებდეს, სამწუხაროდ...
დღესაც გაყოფილია საქართველო. საქართველოს ჯვარმცმელებად და საქართველოს მეგობრებად და ბევრს მოხვდა ქუსლი საქართველოს წინააღმდეგ აღმართული, მაგრამ ვინც პატრიოტი არ ყოფილა, მას არ ხვდება ქვეყნის წინააღმდეგ აღმართული ქუსლი და ვისაც მოხვდა, უხაროდეს, რადგან ის საქართველოს მეგობარია.
ხოლო ვისაც საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება უნდა, მაგათ შეახსენებ ჩვენი დიდი მოღვაწის, აკაკი წერეთლის სიტყვებს - ჩვენ ომით დაღლილმა ქართველებმა, რუსებს კალთაში ჩავდეთ თავი და დავიძინეთ და როცა გავიღვიძეთ, თავი მოჭრილი დაგხვდა. არც მეფე, არც პატრიარქი და არც სახელმწიფო.
დღესაც იგივეს აპირებს ჩვენი მტერი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს."
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვის შემდგომ ქადაგებაზე.