"საქართველოს არ დავტოვებ - არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდი" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩემი აზრით, ევროპას ახლა ეფექტური ინსტრუმენტების დიდი მარაგი არ აქვს, მაგრამ მინიმუმი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ აღიარონ პრეზიდენტი, რომელიც ლეგიტიმური არ არის, რადგან ის არ აურჩევია ლეგიტიმურ პარლამენტს. მათ დაარღვიეს რამდენიმე კონსტიტუციური ნორმა, მოიპარეს არჩევნები და ახლა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაუგზავნონ მათ მკაცრი გზავნილები...

საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ზოგიერთი ამბობს, რომ მე გავხდები ტიხანოვსკაიასავით ან ვენესუელის პრეზიდენტივით, რომელსაც აღიარებენ, როდესაც ის დევნილობაში იქნება და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. მე ეს არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება - რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას?! მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად... ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა, რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ გავაკეთებ..."

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი