პროტესტის 22-ე დღე | თბილისში, ევროპის მოედნიდან გურულების მარში დაიწყო

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის 22-ე დღეს თბილისში გურულები აქცია-მსვლელობას მართავენ. გურულები ევროპის მოედანზე იკრიბებიან და საპროტესტო მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან. 

გურიის რეგიონის წარმომადგენლები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით ისინი პირველები არიან და იმედოვნებენ, რომ სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ დედაქალაქში და შეუერთდებიან პროტესტს. 

"ამდენი გურული რომ თბილისში ჩამოვა არაა კარგად საქმე. აქედან გამომდინარე ჩამოვედით და დავრჩებით კიდეც სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და სანამ ბატონი ბიძინა და კიდევ მისი მიმყოლ-მომყოლი ვერ მიხვდება თუ რა ხდება საქართველოში, რატომ გამოვედით ხალხი გარეთ, რატომ ვაპროტესტებთ," - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და აქტივისტმა ლადო აფხაზავამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი