სტუდენტების პროტესტის შემდეგ, თეატრალურმა უნივერსიტეტმა აქციებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტის შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცხადება გაავრცელა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.

მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე." ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 დეკემბერს სტუდენტებმა თეატრალურის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით სოლიდარობის განცხადება გაკეთებინა ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი