"ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს" - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან. ისინი საპროტესტო მარშით, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
ექიმებისა და მედიკოსების მთავარი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობის დაწყებამდე, რუსთაველის მეტროსთან, პეტიციაზე აწერენ ხელს.
"დღეს საზოგადოებას აერთიანებს ჩვენი ევროპული მომავალი. განსაკუთრებით, დღეს, ექიმებს ყველაზე მეტად გვადარდებს ის სიძულვილი, ის წამება, რასაც ჩვენ ვუყურებდით წინა დღეებში და ყველა ექიმი ხმას იმაღლებს ამის წინააღმდეგ," - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი