აშშ-მა გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს ფინანსური სანქციები დააკისრა და "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა "მაგნიტსკის" სიაში ვახტანგ გომელაური და გდდ-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე შეიყვანა და დაასანქცირა.

ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – არდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.

" სანქცირებული პირების ქონება და ქონებრივ ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაშია, დაბლოკილია და ეს უნდა აღინიშნოს OFAC-ში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაგნიტსკის სია (Magnitsky List) არის სია, რომელიც შეიცავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.

2024 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშიაც დაასანქცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი