დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
- 08:00 - გლდანის სამეზობლოს მარში - გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა);
- 08:00 - დიდი დიღმის სამეზობლოს მარში - ანბანის სკვერი;
- 12:00 - სტუდენტური ჯგუფი - თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი;
- 12:00 - თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! - გლდანის ციხე;
- 12:00 - მსვლელობა ბანკებთან - შენი ვალია ვალი არ მქონდეს! - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;
- 13:00 - IT/TECH პროტესტი - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;
- 13:00 - გაფიცვა
- 17:00 - ადვოკატების მსვლელობა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო (ბოჭორმის 12);
- 18:00 - საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ევროპული მომავლისთვის - მარჯანიშვილის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;
- 18:00 - ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის - პირველი რესპუბლიკის მოედანი;
- 18:00 - მოგზაურთა მარში - ევროპის მოედანი;
- 19:00 - ადრეული განათლების მარში - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;
- 19:00 - ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს! - კონკა;
- 20:00 - აუტიზმის კოალიციის მსვლელობა - ევროპის მოედანი.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.