"რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?" | ნინო ლომჯარია გომელაურის და გდდ-ს დირექტორის მოადგილის დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვახტანგ გომელაურისა და გდდ-ს დირექტორის მოადგილის აშშ-ის მიერ დასანქცირებასა და "მაგნიტსკის სიაში" მოხვედრას ეხმიანება.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რას ნიშნავს "მაგნიტსკის სიაში" მოხვედრა. 

"რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?

1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;

2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;

3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები," - წერს ნინო ლომჯარია. 

გაცნობებთ, რომ აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში ვახტანგ გომელაური და გდდ-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე შეიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი