ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, 60 წლამდე მამაკაცი მდინარემ წაიღო. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
სოფლის მოსახლეობა "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, გზად კი წვიმისგან ადიდებულ მდინარეზე გადასვლა მოუწია. კაცი დინებამ გაიტაცა.
"ამ კაცის სახლისკენ მიმავალი გზა არ არის გაკეთებული და არც ხიდია გადასასვლელი. იფიქრა, მდინარეს გადავივლიო, მაგრამ წვიმის გამო ადიდებული იყო და ეს ტრაგედია მოხდა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში იპოვეს. სამაშველოებიც იყვნენ ადგილზე და პოლიციაც," – აცხადებს ადგილობრივი.